შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარინა მეტრეველი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით 1981 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი, დოკუმენტური ფილმების ავტორ-ოპერატორის სპეციალობით 1982 წელს; "International Business", Centre of Social Management under the Council of Ministers of Republic of Georgia 1988 წელს; Williams College (ლონდონი, გართიანებული სამეფო) "საერთაშორისო მოგზაურობა, ტურიზმი და სტუმარმასპინძლობა", ტურიზმის მენეჯერ-მარკეტოლოგის სპეციალობით 2006 წელს. 2000 წლიდან იყო საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი; 2002 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე - "ტურიზმის თანამედროვე მდგომარეობა და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში''; 2011 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი; ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ტურიზმის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის "სასტუმრო მომსახურების მართვა" ხელმძღვანელი; 2017 წლიდან არის სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; არის ტურიზმთან დაკავშირებული 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის 10 მონოგრაფიის, ნათარგმნი აქვს 3 წიგნი; მონაწილეობდა ტურიზმთა დაკავშირებულ 114 საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციასა და ფორუმში, სხვადასხვა სტატუსით კი 31 საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო პროექტში; 2000 წლიდან კითხულობს ლექციებს: ტურიზმის პოლიტიკა, ტურიზმის ეკონომიკა, ტურიზმი და გარემოს დაცვა, ტურიზმის ბიზნესი. მ. მეტრეველის კვლევის ძირითადი სფეროა ტურიზმის პოლიტიკა და ეკონომიკა. ეკონომიკის დოქტორი პროფესორი. წყარო: ტურიზმი - ერის ხმა, ერის ღირსება: marinametreveli.ge; travelingeorgia.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |