შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გია საძაგლიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი 1974 წელს. 1984-1985წწ. სწავლობდა მოსკოვის პლეხანოვის სახელობის მეურნეობის მართვის ინსტიტუტში, წარმოების მენეჯერის სპეციალობით. 1974-1977წწ. - საქართველოს მშენებლობის სამინისტროს საამშენებლო მასალებისა და მოწყობილობა-დანადგარების განყოფილების უფროსად; 1985-1989წწ. - საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის საამშნებლო მასალების, საამშენებლო ტენქიკის და მატერიალური რესურსების, ბალანსების განყოფილების უფროსი; 1996-1999წწ. - საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს, საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორი; 1999-2000წწ. - საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს, ენერგეტიკული ობიექტების ექსპერტიზის, მშენებლობის და განვითარების ლიცენზირების დეპარტამენტის დირექტორი; 2000-2002წწ. - სს "საქტრანსგაზმრეწვის" დირექტორი მშენებლობისა და ლოჯისტიკის განხრით; 2002-2003წწ. - საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციისა და ევროკომისია TACIS-ის საქართველოში ბუნებრივი გაზის მიწისქვეშა გაზსაცავების პროექტირებისა და მომსახურების კოორდინაციის ჯგუფის ხელმძღვანელი, ექსპერტი; 2004-2005წწ. - გაეროს განვითარების პროგრამა "სოციალური ინფრასტრუქტურის გარე ქსელების მშენებლობა-რეაბილიტაცია ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში", ინჟინერ-კონსულტანტი; 2005-2006წწ. - საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია - გაზის მიწისქვეშა საცავების პროექტების განვითარების კოორდინატორი; 2006-2010წწ. - "ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს" მაგისტრალური გაზსადენების, მისი ინფრასტრუქტურის, დამცავი ნაგებობების და საერთო დანიშნულების საამშენებლო ობიექტების აშენება-დაპროექტების პროგრამის კონსულტანტი; 2013 წლიდან - საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში სხვადასხვა თანამდებობები, მშენებლობის საველე მონიტორინგის სამსახურის უფროსი, კონსულტანტი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.302
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |