The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი

გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი
დაბადების თარიღი:13 ოქტომბერი, 1956  (68 წლის)
კატეგორია:დიპლომატი, მოქანდაკე, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ლუქსემბურგი.
სკოლის დამთავრების შემდეგ ორი წლის განმავლობაში სწავლობდა ფილოსოფიას მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში (1976); 1978-1982წწ. სწავლობდა ხელოვნებას მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში რობერტ იაკობსენთან და ედუარდო პაოლოცისთან.
2001 წლიდან არის ქ. თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი; 2001-2005წწ. ასწავლიდა ქ. ნოიბურგის (მდ. დუნაიზე) საზაფხულო აკადემიაში; 2004 წლიდან შეიერნის პროფესიულ უმაღლეს სასწავლებელში მოღვაწეობს; 2005 წლიდან ბად რაიჰენჰალის აკადემიაში ასწავლის ხელოვნებას; 2010 წლიდან გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი საქართველოს წარმოადგენს ავსტრიის საგარეო სამსახურის საერთაშორისო საბჭოზე; 2013 წლიდან საქართველოს სტრატეგიული სწავლების ინსტიტუტის (GISS) უფროსი თანამშრომელია; 2014 წლიდან თბილისის თავისუფალი უნივერსტეტის პროფესორი. დიპლომატის ფუნქციებთან ერთად, მან მიზნად დაისახა საქართველოს საერთაშორისო პროფილისა და პოპულარიზაციის ზრდა მსოფლიო სახელოვნებო რუკაზე. საქართველოში განთავსებულია გაბრიელა ფონ ჰაბსბურგის სამი სკულპტურა: ორი მათგანი თბილისში, ერთი კი ქალაქ ფოთში. მან შექმნა ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისთვის ჰენრი კისინჯერის პრემიის დიზაინი სხვადასხვა გამოჩენილი პირებისთვის. 1994 წლიდან დღემდე შექმნილი აქვს მთელი რიგი კინო და ტელეფილმებისთვის პრიზების დიზაინი. ის ყოველწლიურად აწყობს გამოფენებს ევროპაში, აზიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. 2009-2013წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში; მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
მიღებული აქვს სუდენის გერმანელების ასოციაციის არქიტექტურისა და ხელოვნების წლიური ჯილდო 1991 წელს; მასარიკის ხელოვნების აკადემიის პრემია (პრაღა, ჩეხეთი 1995), ევროპული ხელოვნების კავშირის პრიზი (2000). 

წყარო:  დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.198


გააზიარე: