შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ სულაბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით "მცირე და საშუალო ჰიდროელსადგურების მშენებლობა" ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1954 წელს. მუშაობა დაიწყო "საქჰიდროსოფელექტროში" ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსად. 1954-1959წწ. იყო საქართველოში განხორციელებული რიგი პროექტების თანაავტორი. 1959 წელს ჩაირიცხა თბილისის ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა და ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1962-1967წწ. მუშაობდა ამავე ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ-მუშაკად, სექტორის უფროსად; 1971 წელს - ჟინვალ ჰესში საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1971), დოცენტი (1972). 1972-1977წწ. - საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დოცენტი; 1977-1979წწ. მივლინებული იყო სირიის არაბთა რესპუბლიკაში უფროს ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსად; 1979-1983წწ. - საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დოცენტი; 1983-1988წწ. - "თბილჰიდროპორექტში" მცირე ჰესების განყოფილების უფროსი; 1988 წლიდან - საქართველოს სსრ ენერგეტიკისა და ელექტრიფიკაციის საწარმოო გაერთიანება "საქენერგოში" მთავარი ინჟინრის მოადგილე, ჰიდროტექნიკური სამსახურის უფროსი. ჰიდრომშენებლობის, საირიგაციო მშენებლობის და მეთოდურ-პედაგოგიური ხასიათის 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.309
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |