The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოსო მიქელაძე

სოსო მიქელაძე
სხვა სახელი:საბრი მიქელაძე
დაბადების თარიღი:15 ივნისი, 1940
გარდაცვ. თარიღი:14 აპრილი, 2006  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:მეზღვაური

ბიოგრაფია

დაამთავრა ბათუმის საზღვაო სასწავლებლის გემთწამყვანობის ფაკულტეტი 1964 წელს; ოდესის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელის (ОВИМУ) ინჟინერ-გემთწამყვანის სპეციალობით 1972 წელს.

ზღვაში შრომითი საქმიანობა შავი ზღვის სახელმწიფო საზღვაო სანაოსნოს გემებზე დაიწყო, თავდაპირველად ტანკერ «Адлер»-ზე მატროსად, მოგვიანებით კი 1964-1974 წლებში ნოვოროსიისკის სანაოსნოს ტანკერებზე, მათ შორის: «Гданск»-ზე, «Труд»-ზე და «Дружба»-ზე ასრულებდა კაპიტნის მეოთხე, მესამე და მეორე თანაშემწის მოვალეობებს, პარალელურად კი 1965 წლიდან  დაუსწრებლად სწავლობდა ოდესის უმაღლეს საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელში (ОВИМУ) სწავლობდა; 1971 წელს, უკვე გამოცდილი შორეული ნაოსნობის შტურმანი სამშობლოში ბრუნდება და საქმიანობას საქართველოს საზღვაო სანაოსნოში, კერძოდ ტანკერ «Николоз Бараташвили»-ს კაპიტნის უფროსი თანაშემწის რანგში განაგრძობს; 1973 წელს შორეული ნაოსნობის კაპიტნად დამტკიცების შემდეგ, ტანკერ «Гори»-ს მეთაურობას იბარებს, მომდევნო წლებში კი იგი საქართველოს საზღვაო სანაოსნოს არაერთი გემის კაპიტანია; 1979 წლიდან საქმიანობას ნაპირზე განაგრძობს ჯერ რადიოსალოკაციო სასწავლო ცენტრის კაპიტან-დამრიგებლად, 1982 წლიდან კი ამ ცენტრის ხელმძღვანელად ინიშნება; ნაპირზე საპასუხისმგებლო საქმიანობის მიუხედავად, 1982-1998 წლებში გამოცდილ და სახელგანთქმულ შორეული ნაოსნობის კაპიტანს, კაპიტან-დამრიგებლადაც უხდება საქმიანობა; 1998-2003 წლებში სოსო მიქელაძე საქართველოში ახლად დაარსებული საზღვაო-სასწავლო ცენტრის გენერალური დირექტორია, ერთხანს იგი საქართველოს შორეული ნაოსნობის კაპიტანთა ასოციაციის პრეზიდენტის მოვალეობასაც ასრულებდა. შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • შორეული ნაოსნობის კაპიტანთა ასოციაცია, პრეზიდენტი

გააზიარე: