The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფელიქს ბეჟანოვი

ფელიქს ბეჟანოვი
დაბადების თარიღი:9 მარტი, 1932
გარდაცვ. თარიღი:2022  (89 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი საბადოთა დამუშავების სპეციალობით 1955 წელს; ყაზახეთის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანურა 1966 წელს.

ინსიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა დონეცკის ქვანახშირის აუზის მე-14-17-ე შახტების სამმართველოში უბნის უფროსის მოადგილედ, უფროსად. 1957 წელს დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო ახლად დაარსებულ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. წულიკიძის სახელობის სამთო ინსტუტიტში ქანების ფიზიკის ლაბორატორიაში, შემდეგ, ქანების, საშენი მასალების თვისებებისა და ხარისხის კონტორლის განყოფილებაში, სადაც გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა უფროსი მეცნიერ-მუშაკის თანამდებობაზე. ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა, რომლებიც გამოქვეყნებულია როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის სამეცნიერო ჟურნალებსა და კრებულებში. მიღებული აქვს რამდენიმე პატენტი გამოგონებაზე. მისი უშუალო მონაწილეობით და ხელმძღვანელობით შესრულებული საქართველოს სხვადასხვა საბადოების ქანებისა და მადნების ფიზიკურ-მექანიკური თვისებების კვლევის შედეგები შესულია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქანების კადასტრში, რომელსაც დღემდე არ დაუკარგავს მნიშვნელობა, როგორც საცნობარო ლიტერატურა ქანების ფიზიკის დარგში. წლების განმავლობაში უთავსებდა ერთმანეთს სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტზე. ქართველი მეცნიერი ქანების ფიზიკის დარგში, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1969), აკადემიური დოქტორი.

წყარო: სამთო ჟურნალი=Mining journal=Горный журнал: სამეცნიერო, საინჟინრო, საინფორმაციო, ანალიზური, რეფერირებადი ჟურნალი. -თბილისი, 2022. -N 1(45). -გვ.124


გააზიარე: