შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ ტერ-გაზარიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჟელეზნოვოდსკი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი. მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 30 წელი ხელმძღვანელობდა ელექტროენერგეტიკისა და ელექტრული მანქანების განყოფილებას. მის მიერ შესრულებული გამოკვლევები დაფუძნებული იყო საიმედო ფაქტორივ მონაცემებზე და გამოირჩეოდა კონკრეტული შედეგებით, რაც ხელს უწყობდა ელექტროენერგიის წარმოებისა და მისი გადაცემის საიმედოობისა და ეფექტიანობის გაზრდას. მან შეასრულა თეორიული გამოკვლევები, რომლის შედეგად არსებულ სტანდარტებში და ნორმატიულ დოკუმენტებში შეტანილ იქნა ცვლილებები. მისი ხელმძღვანელობით შესრულდა მძლავრი ჰიდროელექტროსადგურების გენერატორების არასიმეტირული მუშაობის რეჟიმების ექსპერიმენტული გამოკვლევა. დამუშავდა დანაკარგების გაანგარიშების მეთოდიკა, შეიქმნა ელექტრომაგნიტური ტალღების ფოლადში შეღწევის დადგენის ექსპერიმენტული ლაბორატორიული დანადგარი, ჰიდროგენერატორების პოლუსებში დამატებით კარგვების დადგენის მეთოდოლოგია და სხვა. მისი გამოკვლევების ძირითადი შედეგები გამოქვეყნებულია მრავალრიცხოვან სამეცნიერო-ტექნიკურ სტატიებსა და ოთხ მონოგრაფიაში. მისი ხელმძღვანელობით დაცული იქნა 20-მდე საკანდიდატო დისერტაცია. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.313
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |