შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ დადეშქელიანი![]()
ბიოგრაფიაოთარ თათარყანის (ნიკოლოზის) ძე დადიშქელიანი იყო სვანეთის სამთავროს ნაწილის მმართველი, ბეჩოს მფლობელი, თათარყან, (ნიკოლოზ) დადიშქელიანის უფროსი ძე. 1833 წელს, სვანეთის სამთავროს რუსეთის მფარველობაში მიღებასთან დაკავშირებული შეთანხმების მიხედვით თათარყანის სამფლობელო, ეცერ-ცხუმარ-ბეჩოს თემები ოთარს უნდა დარჩენოდა, თუმცა მამის გარდაცვალების შემდეგ ეცერი და ცხუმარი უმცროს ძმას ჯანსუღს დაუთმო. მეორე ცოლად ბალყარელი ქალის, მინათ ურუსბიევის შერთვის შემდეგ ოთარმა ქრისტიანობაზე უარი თქვა და ისლამი მიიღო, შვილებიც მუსლიმური წესით მონათლა, ამის გამო 1857 წელს რუსეთის ხელისუფლებამ ოთარის ვაჟებს - ლევანს, ისლამს, ბექირბის და ციოყს სვანეთში ცხოვრება აუკრძალა და დადიშქელიანის ნაცვლად ოთაროვების გვარი დაუმტკიცა, მათი სამფლობელო კი მათ ბიძაშვილს თენგიზ (ნიკოლოზ) ჯანსუღის ძეს გადასცა. წყარო: დადეშქელიანების ამბავი : მე-19 საუკუნის ქართული ქრონიკა / თემურ ამყოლაძე.-ქუთაისი, 2014.-გვ.572
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |