შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანა ბაღდავაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ დაიწყო პედაგოგად მუშაობა ფერწერის კათედრაზე 1990 წლამდე, სანამ მიწვევით არ მოხვდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მხატვარმა აშშ - ს მუდმივი ბინადრობის უფლება მიიღო "ექსტრაორდინალური მონაცემების მხატვარის" სტატუსით და გახდა აშშ-ის მოქალაქე 1999 წელს. ამის შემდგომ მუშაობას შეუდგა ფერწერის პედაგოგად ვაშინგტონის უნივერსიტეტის ექსპერიმენტულ კოლეჯში, სიეტლის ხელოვნების მუზეუმში, SAM, Frye Art Museum ფრაი ხელოვნების მუზეუმში, Pratt Fine Art Center, Seattle, პრატის სახვითი ხელოვნების ცენტრში, Bellevue Art Museum - ბელვიუს ხელოვნების მუზეუმში, და Hill Center -ჰილის ცენტრში, ვაშინგტონში, აგრეთვე ჩაატარა მასტერკლასები და ვორქშოფები შეერთებულ შტატებსა და ევროპაში. ნ. ბაღდავაძე ფართოდ არის ცნობილი დნმ-ის მოლეკულის სტრუქტურების სიმბოლურად ამსახველი ფერწერით, და ამავე დროს პორტრეტებით და ფიგურატული ტილოებით. მისი ნამუშევრები შეტანილია მსოფლიოს მრავალ კოლექციაში. მათ შორის: NASA GSFC - ნასას გოდარდის კოსმოსური ფრენის ცენტრში, ამერიკის საელჩოში კვიპროსში, კანზასის უნივერსიტეტში, სიეტლის შვედეთის ინსტიტუტში, ფრედ ჰაჩინსონის კვლევით ცენტრში, სიეტლში, ამერიკის მუნიციპალური სამართლის ოფიცრების ეროვნულ ინსტიტუტში ვაშინგტონში, ორეგონის შტატის სამთავრობო ცენტრში, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ასევე კერძო კოლექციებში, როგორიცაა: Samuel & Althea Stroum, Katherine Bullitt, Harriet Bullitt, Margaret Bullitt, John & Julie Gottman, Frances Sellers Collins & Diana Baker, Delphine & Charles Stevens, Paul W. Skinner of Skinner Foundation, Christopher Larson, და სხვები. ხელოვანი მრავალი შოუს კურატორია, მათ შორის "სილამაზე გადაარჩენს სამყაროს", ვაშინგტონის ხელოვნების კლუბში, ისტორიულ პრეზიდენტ მონროს სახლში. საქართველოში აყალიბებს კროსდისციპლინურ პლატფორმას, რათა შექმნას დიალოგი ხელოვნებისა და მეცნიერების სხვადასხვა დარგებს შორის. ცხოვრობს და მოღვაწეობს ქ. ვაშინგტონში. ქართველ-ამერიკელი მხატვარი.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |