The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ამირან ფირცხელანი

ამირან ფირცხელანი
დაბადების თარიღი:28 თებერვალი, 1942  (83 წლის)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლატალი, მესტიის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბილოგიის ფაკულტეტი სპეციალობით გენეტიკა 1994 წელს; 1974-1978წწ. სწავლობდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტურაში სამედიცინო გენეტიკის სპეციალობით, 1980 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია გენეტიკაში.

1978-1983წწ. მუშაობდა კ. ჩაჩავას სახელობის მეანობისა და გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტში უფროს მცნიერ თანამშრომლად და გენეტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელად; 1986 წელს იგი გადავიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მუშაობა დაიწყო გენეტიკის კათედრის დოცენტად; 1995 წლიდან არის ამავე კათედრის პროფესორი. მისი სამეცნიერო კვლევები ძირითადად შეეხება სხვადასხვა გარემო ფაქტორების (პესტიციდების, სასუქების, კანცეროგენებისა და ვირუსების) მავნე ზემოქმედების დადგენას გენეტიკურ აპარატზე და აგრეთვე ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების (კომპლექსური ვიტამინები, ინტერფეროვანი, ბიოენერგო-აქტივატორები) ანტიმუტაგენური მოქმედების შესწავლას. შესრულებული აქვს 75 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც გამოიცა საქართველოსა და უცხოეთის სამეცნიერო ჟურნალებში. პროფ. რ. გახოკიძესთან ერთად გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია, რომელიც 2011 წელს აშშ-ში, ქ. ნიუ-იორკში გამოქვეყნდა. მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.363; მართლმადიდებლური ჟურნალი "კარიბჭე": karibche.ambebi.ge


გააზიარე: