The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტრისტან ბენაშვილი

ტრისტან ბენაშვილი
დაბადების თარიღი:3 მაისი, 1977  (47 წლის)
კატეგორია:იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვემო ბოდბე, სიღნაღის რაიონი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 1998 წელს; საქართველოს ღია ჰუმანიტარული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, მინიჭებული აქვს სამართლის მაგისტრის ხარისხი. 1999 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა. 2007 წელს საქართველოს პარლამენტში გაიარა ტრენინგები: პარლამენტის საზედმხედველო ფუნქციები; პრაქტიკული სამართალი; 2010 წელს საქართველოს კონტროლის პალატის კურსები: ეფექტიანობის აუდიტი; საერთაშორისო ფინანსური აუდიტი; 2014 წელს ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი "საერთაშორისო სახლში"; 2014 წელს მარეგულირებელი აუდიტის კურსი USAID ეგიდით (აშშ, ლიუვილი, კენტაკი, ლანსინგი, მიჩიგანი); 2015 წელს ენერგეტიკის საერთაშორისო ასოციაციის კურსი ენერგეტიკის რეგულირების შესახებ (ERRA, უნგრეთი, ბულგარეთი).
2017 წელს დაესწრო შეხვედრებს თემაზე: "საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის" შესაძლებლობების გაძლიერება (ლიონი, საფრანგეთი და მილანი, იტალია).

1999-2000წწ. იყო თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე; 2000-2005წწ. ჯერ თბილისის საოლქო სასამართლოს ექსპედიციის განყოფილების გამგე და შემდეგ ამავე სასამართლოს საერთო განყოფილების უფროსი; 2006-2008წწ. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მთავარი სპეციალისტი (კომიტეტის იურისტი); 2008-2011წწ. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი და შემდეგ კონტროლის პალატის მთავარი აუდიტორი. 2011-2023წწ. მუშაობდა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიაში სხვადასხვა პოზიციებზე: კომისიის მრჩეველი, კომისიის მთავარი სპეციალისტი (სამართლებრივი მიმართულებით), დირექტორის მოადგილე (სამართლებრივი მიმართულებით) და ხარისხის მართვის კოორდინატორი. 2023 წლის მაისიდან არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, წევრი (2023-)

გააზიარე: