შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივლიანე ხაინდრავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლეხაინდრავო, ახლანდ. მარტვილის მუნიციპალიტეტი. ხაინდრავა წარმოშობით სენაკის მაზრის აზნაურთა ოჯახიდან იყო. ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის დროს ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. 1890-იან წლებში იყო ანარქისტული ჯგუფის წევრი და მონაწილეობდა ქუთაისის გუბერნატორზე თავდასხმაში, რის გამოც 25-წლიანი გადასახლება და კატორღული სამუშაოები მიუსაჯეს. 14 წელი გაატარა ციმბირში, შემდეგ კი ჩინეთში გადავიდა და დასახლდა მანჯურიაში, ქალაქ ხარბინში, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებას მოკლებული იყო და რუსეთის იმპერიიდან გაქცეული და გადასახლებული სხვადასხვა ეროვნების ადამიანების თავშესაფრად იქცა. ხაინდრავამ ტყის მოპოვებისა და დამუშავების საქმეს მოჰკიდა ხელი და გამდიდრდა. 1908 წელს ხარბინში დააფუძნა ქართული სათვისტომო, რომლის პირველი და უცვლელი თავმჯდომარე თვითონვე იყო გარდაცვალებამდე. ეწეოდა ქველმოქმედებას; მისი ინიციატივითა და მონაწილეობით დაარსდა ქართული კლუბი, ბიბლიოთეკა, სკოლა, ურთიერთდამხმარე სალარო. მისი მთავარი მიღწევა იყო საჯარო უფასო ბიბლიოთეკა - სამკითხველო, ქართული ბიბლიოთეკა, სადაც იყო წიგნები არა მარტო ქართულ, არამედ რუსულ და უცხო ენებზე. 1940-იან წლებში ბიბლიოთეკას შოთა რუსთაველის სახელი ეწოდა. იგი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ხარბინის მრავალეთნიკურ მოსახლეობაში. 1916 წელს ფარულად იმყოფებოდა საქართველოში. გარდაიცვალა 1938 წელს. ანდერძის მიხედვით უნდა დაეკრძალათ მშობლიურ სოფელში, რაც ვერ შესრულდა. დაკრძალულია ხარბინის ე. წ. ახალ სასაფლაოზე. ივლიანე ხაინდრავას ოჯახიდან ცნობილია: შვილები - მწერლები ლევან და ლიდა ხაინდრავები, შვილიშვილები - პოლიტიკოსი და პუბლიცისტი ივლიანე ხაინდრავა, პოლიტიკოსი და რეჟისორი გოგა ხაინდრავა. რევოლუციური მოძრაობის მონაწილე საქართველოში, შემდეგ ქალაქ ხარბინის ქართული კოლონიის ხელმძღვანელი, მრეწველი. წყარო: ქველმოქმედი, მეცენატი და ქართველთა ქომაგი შორეულ აღმოსავლეთში / რუსუდან დაუშვილი // სამეგრელო. - თბილისი, 2012. - 1 ოქტომბერი-1 ნოემბერი. - N11. - გვ.9-10; laidinen.ru
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |