The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ჩხობაძე

ოთარ ჩხობაძე
დაბადების თარიღი:23 ივლისი, 1923
გარდაცვ. თარიღი:15 ივლისი, 1998  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საფიჩხიის სასაფლაო, ქუთაისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ინაშაური, ვანის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1944 წელს.

1944-1948წწ. მუშაობდა ცაგერის რაიონის სოფელ ოფიტარას, 1949-1956წწ. ვანის რაიონის სოფლების უხუთის და ბზვანის ამბულატორიების გამგედ. 1956 წლიდან მუშაობდა ქუთაისის ს. ორჯონიკიძის სახელობის საავტომობილო ქარხნის სამედიცინო-სანიტარულ ნაწილში ექიმი-თერაპევტი. 1958 წლიდან იყო მთავარი ექიმი. იგი საუკეთესო ჯანდაცვის ორგანიზატორი იყო. მისი მოღვაწეობის პერიოდში ავტოქარხანაში უძლიერესი სამედიცინო დაწესებულება ჩამოაყალიბა, აშენდა ახალი საავადმყოფო, ახალი კორპუსითა და 450 საწოლით. აშენდა თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით აღჭურვილი პოლიკლინიკა, ჯანდაცვის პუნქტები და პათოლოგიური ცენტრი, რომელიც ემსახურებოდა არა მხოლოდ ქალაქსა და ქარხნის მოსამსახურეებს, არამედ მთელ დასავლეთ საქართველოს. იყო 15-მდე ნაბეჭდი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. 1998 წლიდან ქუთაისში მის მიერ დაარსებულ ავტოქარხნის საავადმყოფოს და ქუჩას ოთარ ჩხობაძის სახელი ეწოდა. მინიჭებული აქვს სსრკ სახალხო ექიმის წოდება (1984). ექიმი-თერაპევტი, ჯანდაცვის ორგანიზატორი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.487-488

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სახალხო დეპუტატთა ქუთაისის საქარხნო საბჭო, დეპუტატი
  • სკკპ, წევრი (1949-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1981 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1979 - სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ) (ვერცხლის მედალი)
  • 1969 - საქართველოს დამსახურებული ექიმი

გააზიარე: