შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე ანანოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ნერსესის სემინარია. მისი წინაპრები თბილისში ვასპურაკანიდან ჩამოსახლდნენ. მისი ბიოგრაფიის შესახებ ცნობები მწირია. იგი მეუღლესთან ერთად მოსკოვში დასახლდა და ძირითადად იქ საქმიანობდა. მოსკოვში გადასახლების შემდეგ აქტიურად ჩაერთო ჯერ კომერციულ, შემდეგ საფინანსო-საკრედიტო საქმიანობაში, რომელიც ცოტა მოგვიანებით საქართველოშიც-თბილისისა და ქუთაისის კომერციულ ბანკებში განაგრძო. გაზეთ "ივერიის" ცნობით მას აღებ-მიცემობა თხუთმეტი თუმნით დაუწყია და ისე გამდიდრებულა, მილიონის პატრონად ასახელებდნენ. მინიჭებული ჰქონდა ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველის წოდება. ის იყო იმპერატორ ალექსანდრე II-ის ძეგლის მშენებლის ხაზინადარი, ფლობდა აჯამეთის ტყეს და მასთან დაკავშირებულ ხე-ტყის წარმოებას, მრავალ ჰექტარ სახნავ-სათეს მიწასა და ზვრებს. ანანოვის ღვინის რეალიზაციის მთავარი კანტორა თბილისში მდებარეობა, საბითუმო საწყობები და მაღაზიები კი გახსნილი იყო პეტერბურგში, მოსკოვში, ვარშავაში, ბაქოსა და ბათუმში, რომლებშიც ყოველწლიურად სარეალიზაციოდ 29-30 ათასი სათლი (ვედრო) სუფრის ღვინო, 30-40 ათასი ბოთლი შამპანური და 60 ათასი ბოთლი კონიაკი იგზავნებოდა, ანანოვის სასმელები ფართოდ იყო ცნობილი არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ რუსეთის იმპერიის სხვა მხარეებშიც. მისი ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო პროექტი იყო თბილისის წმინდა სტეფანეს სახელობის მონასტერთან სომეხ ქალთა შვიდწლიანი სკოლის დაარსება, რომელიც მან მეუღლის მარინე ანანოვის ხსოვნას მიუძღვნა. 1881 წელს ძმასთან (ალექსანდრე ანანოვი) ერთად დააფუძნა ფონდი 16 ათასი მანეთის კაპიტალით, რომლის პროცენტებით ყოველწლიურად მოსკოვის ლაზარევის ინსტიტუტში ორ-ორი სომეხი სტუდენტის სწავლა ფინანსდებოდა. რუსეთის იმპერიის პირველი გილდიის ვაჭარი, მეცენატი და ფინანსისტი. XIX საუკუნის დასავლეთ საქართველოში ყველაზე მსხვილი მიწათმფლობელი და ცნობილი მეურნე და ვაჭარი. ალექსანდრე ანანოვის ძმა, ალექსანდრე ანანოვის მამა, აბგარ და მიხრან (მაქსიმე) ანანოვების ბაბუა (პაპა). წყარო: გამქრალი ანანოვები / თინათინ ფერაძე // გზავნილი ბაღდათიდან .- თბილისი, 2017.-გვ.54-55
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |