შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გულნაზ ერქომაიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარგობრივი ეკონომიკის ფაკულტეტი 1980 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა 1983 წელს. 1984-1995წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1996-2005წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დოცენტი; 2006-2009წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის კათედრის ასოცირებული პროფესორი; 2005-2008წწ. გამომცემლობა "თამაზ მჭედლიძის სამედიცინო ბიბლიოთეკის" დირექტორი და მთავარი რედაქტორი; 2009-2010წწ. – საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის უნივერსიტეტის სრული პროფესორი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკური პოლიტიკის კათედრის მოწვეული ასოცირებული პროფესორი; 2010 წლიდან ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკური პოლიტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი, კათედრის ხელმძღვანელის მოადგილე, ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური განათლების ქართულ - გერმანული ინსტიტუტის თანამშრომელი. კვლევის სფეროები: საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგიები, საქართველოს ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ეკონომიკური პოლიტიკა, ინდუსტრიული პოლიტიკა, აგრარული სექტორის ეკონომიკური პოლიტიკა, ტურიზმის პოლიტიკა, ველნეს (WELLNESS) ინდუსტრიის განვითარების პირობები და სტრატეგია საქართველოში, საქართველოს საგადასახადო პოლიტიკა, უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვის მასტიმულირებელი პოლიტიკა, ეროვნული კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელი ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკა და სხვ., მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და პროექტებში: ბრუნელის (ლონდონი) უნივერსიტეტის, დუბლინის (ირლანდია) უნივერსიტეტის ტრინიტი კოლეჯის, პარიზის, რომის, ვენეციის, მადრიდის, ბარსელონას, დუბაის, სტამბულის (მეცნიერების, ინჟინერინგისა და ტექნოლოგიების მსოფლიო აკადემია), ბერლინის (საქართველო-გერმანიის სამეცნიერო-ეკონომიკური ფორუმი), კიოლნის (გერმანია), კიევო-მოგილიანის აკადემიის (უკრაინა), ტრაპზონის (თურქეთი) შავი ზღვის უნივერსიტეტის, ასევე საქართველოს საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებსა და პროექტებში; სალექციო კურსი: ეკონომიკური პოლიტიკა, მეწარმეობის განვითარების ეკონომიკური პოლიტიკა, ინოვაციური სამეწარმეო პოლიტიკა (ბაკალავრიატი), რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკა (მაგისტრატურა); არის 190-ზე მეტი ნაშრომის, მათ შორის 8 მონოგრაფიისა და რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორი. მიღებული აქვს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ჟურნალ "საქართველოს ეკონომიკის" პრემია საუკეთესო პუბლიკაციისთვის - "ბიზნესი-ფირმის ფუნქციონირების ძირითადი ასპექტები" (თბილისი, 2007). ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1988), ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი. წყარო: ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ვებგვერდი: tsu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |