შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო ფირცხელანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; 2000 წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასპირანტურაში გენეტიკის სპეციალობით, რომლის დამთავრების შემდეგ 2006 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატისა და აკადემიური დოქტორის ხარისხი. 2003 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტში პროფესორის თანამდებობაზე; 2007 წლიდან არის ექსპერტი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტში; ეწევა სამეცნიერო საქმიანობას, არის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი; გამოქვეყნებული აქვს ოცდახუთი სამეცნიერო სტატია და საკონფერენციო თეზისი, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში. მისი კვლევები ძირითადად შეეხება ქართულ პოპულაციაში მემკვიდრული თრომბოფილიის გენეტიკურ ასპექტებს. აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.366
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |