შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ნათიშვილი![]()
ბიოგრაფიადაიბადა თბილისის გუბერნიის აზნაურთა ოჯახში. სწავლობდა თბილისის კადეტთა კორპუსში (არ დაუმთავრებია), შემდეგ ელიზავეტგრადის იუნკერთა საკავალერიო სასწავლებელსა და სანქტ-პეტერბურგის საოფიცრო-საკავალერიო სასწავლებელში. 1886 წლიდან იყო სამხედრო სამსახურში. მსახურობდა ტვერის მე-16 დრაგუნთა პოლკში, შემდეგ ნიჟეგოროდის მე-17 დრაგუნთა პოლკში. 1912 წელს მიიღო პოდპოლკოვნიკის, 1915 წელს პოლკოვნიკის წოდება. მსოფლიო ომის ფრონტებზე თავის გამოჩენისთვის მიღებული ჰქონდა "გიორგის იარაღი" (1918). 1921 წლიდან ემიგრაციაში იყო საფრანგეთში, სადაც არჩეული იყო ნეჟიგოროდის დრაგუნთა პოლკის ოფიცერთა კავშირის თავმჯდომარედ. გარდაიცვალა პარიზში. რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკი (1915), I მსოფლიო ომის (1914-1918) მონაწილე. წყარო: რუსეთის არმია პირველ მსოფლიო ომში: grwar.ru; საქართველოს პროსპოგრაფია: prosopography.iliauni.edu.ge; მემატიანე: mematiane.ge; საზოგადოებრივი არქივი: archive.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |