The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი შემოზაშვილი

გიორგი შემოზაშვილი
დაბადების თარიღი:1966  (59 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1984-1989წწ. სწავლობდა მოსკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტში; 1989-1991წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე.

1983-1984წწ. და 1989-1991წწ. მუშაობდა თბილთეცში ზეინკლად; 1991-1994წწ. - "საქენერგოს" ცენტრალური ქსელის ოსტატი; 1994-1998წწ. - "საქენერგოს" იმედიანობისა და უსაფრთხოების სამმართველოს წამყვანი ინჟინერი; 1998 წლიდან - "ელექტროგადაცემის" ექსპლუატაციისა და რემონტების სამმართველოს უფროსი; 2002-2003წწ. - "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ექსპლუატაციის და რემონტების სამსახურის უფროსი; 2003-2004წწ. - ამავე სააქციო საზოგადოების ქვემო ქართლის საქსელო საწარმოს დირექტორი; 2004-2005წწ. - აღმოსავლეთის ქსელის მენეჯერი; 2005 წლიდან - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში გენერალური ინსპექციის ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი; 2007 წლიდან - ენერგეტიკის დეპარტამენტის ენერგორესურსების სამმართველოს უფროსი; შემდგომში, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მთავარი ინჟინერი. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ელექტროსისტემის მაღალი ძაბვის ქსელების რეაბილიტაციის საქმეში, მათ შორის, სტაბილიზაციის პროგრამებით "ენერგეტიკა 2, 3, 4," გათვალისწინებული სამუშაოების დროულად განხორციელებასა და ექსპლუატაციაში მიღებაში, ასევე პროგრამით გათვალისწინებული 220 კვ ეგხ "პალიასტომი 1, 2", "კოლხიდა 1, 2, 3" ქვესადგურების " ბათუმი" და "მენჯი" სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაში. გერმანელ სპეციალისტებთან ერთად ხელმძღვანელობდა ელექტროსისტემაში ახალი ტექნიკის დანერგვის ღონისძიებების შესრულებას. გაიარა თრეინინგების კურსი გერმანიაში ციფრულ დაცვებისა და რეაქტორების კუთხით, განახლებადი ენერგიების ათვისებისა და ენერგოეფექტიანობის კუთხით თრეინინგები ჩინეთსა და თურქეთში.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.367-368; საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია: ggtc.ge


გააზიარე: