The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი შეყრილაძე

ირაკლი შეყრილაძე
დაბადების თარიღი:23 აპრილი, 1939  (86 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1962 წელს, სპეციალობა "სამრეწველო თბოენერგეტიკა", კვალიფიკაცია "ინჟინერი - სამრეწველო თბოენერგეტიკოსი".

1960-1962წწ. - საქართველოს ენერგეტიკის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; 1962-1964წწ. - უმცროსი მეცნიერ-მუშაკი; 1965-1985წწ. - სტაბილური იზოტოპების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი, უფროსი მეცნიერ-მუშაკი, თბოფიზიკის ლაბორატორიის გამგე; 1984-1988წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის თბოტექნიკის თეორიული საფუძვლების კათედრის გამგე; 1988-1995წწ. - თბოფიზიკის კათედრის გამგე; 1996-2004წწ. - თბოაირმომარაგების და ვენტილაციის კათედრის პროფესორი; 1992-2002წწ. - საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კომიტეტის დარგობრივი სამეცნიერო-საექსპერტო საბჭოს თავმჯდომარე; 1996-2004წწ. - საქართველოს პარლამენტის ექსპერტი ენერგეტიკაში; 1999-2007წწ. - საერთაშორისო ენერგეტიკული ქარტიის სამდივნოს საექსპერტო ჯგუფის წევრი ენერგოეფექტურობის სფეროში; 2004 წლიდან - საქართველოს პარლამენტის ექსპერტ-კონსულტანტი ენერგეტიკაში; 2009 წლიდან - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მთავარი მეცნიერ-მუშაკი. ძირითადი შრომები ეძღვნება თბოგადაცემის, ჰიდროდინამიკის და ატმოსფეროს ფიზიკის პრობლემების კვლევას, თბურ მილებზე დაფუძნებული გაცივებისა და თერმორეგულირების სისტემების, ენერგოეფექტურ და განახლებად ენერგიათა გამომყენებელი მოწყობილობების და სტაბილური იზოტოპების ტექნოლოგიების დამუშავებას, მოძრავი ორთქლის კონდენსაციისა და კაპილარულ ზედაპირებზე ფაზური გარდაქმების პროცესების თეორიის ჩამოყალიბებას, რაც ასახულია სახელმძღვანელოებში, ცნობარებსა და თბოგადაცემის საერთაშორისო ენციკლოპედიაში. ოთხმოციანი წლებიდან ხელმძღვანელობს თბოფიზიკის კათედრაზე ინჟინერ-თბოფიზიკოსების მომზადებას სპეციალიზაციებში "ენერგოეფექტურობა და ენერგიის არატრადიციული წყაროები". მისი ხელმძღვანელობით დაცულია 9 დისერტაცია (მათ შორის, სამი უცხოელი სპეციალისტის მიერ). მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკისა და ენერგეტიკული კანონმდებლობის ჩამოყალიბებაში. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1965), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1982), პროფესორი (1985).

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.371-372

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, აკადემიკოსი (1995-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: