შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ კიკნაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი საღანძილე, ხარაგაულის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1974 წელს; მიენიჭა ისტორიკოსის, ისტორიისა და საზოგადოებათმცოდნეობის კვლიფიკაცია და მაგისტრის ხარისხი; 1977-1981წწ. უნივერსიტეტის ასპირანტი; უნივერსიტეტის სახალხო მეურნეობის დაგეგმვის ფაკულტეტი 1990 წელს; მიენიჭა შრომის ეკონომიკის მაგისტრის წოდება. იყო მესამე შრომითი სემესტრის მონაწილე საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკაში; უნივერსიტეტის სტუდენტთა სამშენებლო რაზმების შტაბის უფროსი და მეთაურის პირველი მოადგილე, ისტორიის ფაკულტეტის სტუდენთა სამშენებლო რაზმის მეთაური ჩრდილოეთ ყაზახეთის ოლქში; 1975-1977წწ. ხარაგაულის რაიონის სოფელ ფარცხნალის საშუალო სკოლის ისტორიის მასწავლებელი, კულტურის განყოფილების მოძრავი ბიბლიოთეკის გამგე, მარელისის გრეხილი ავეჯის ფაბრიკის კომკავშირის კომიტეტის მდივანი; 1977-2010წწ. იყო უნივერსიტეტის მასწალებელი, უფროსი მასწავლებელი, ასისტენტ- პროფესორი; 1978-1981წწ. უნივერსიტეტის დოსააფის კომიტეტის თავმჯდომარე, სპორტულ-ტექნიკური კლუბის და ავტოსკოლის უფროსი; იკავებდა მესამე ადგილს საბჭოთა კავშირის სპორტულ-ტექნიკურ კლუბებს შორის; 1973-1974წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი; 1978-2006წწ. არჩეულ იყო უნივერსიტეტის ავტომოყვარულთა საზოგადოების თავმჯდომარედ, პარტბიუროს მდივნის მოადგილედ; 1979-1981წწ. დელტაპლანერიზმის სპორტის თანადამფუძნებელი საქართველოში; 1996 წელს მიენიჭა საერთაშორისო ორგანიზაცია KARE-ს სერთიფიკატი "მსუბუქი მრეწველობის მენეჯერი"; 1999 წელს საქრთველოს მასწავლებელთა უმაღლესი და საშუალო სკოლის უმაღლესი კვალიფიკაციის პედაგოგის სერთიფიკატი (მოწმობა); არის სამი წიგნისა და ოცი ნაშრომის ავტორი; 2016 წელს იყო 45-ე საჯარო სკოლის ისტორიის სერთიფიცირებული პედაგოგი; 2016 წლის სექტემბერი-დეკემბერი - სსიპ სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის ინტერვიუერი; 2016 წლის ნოემბრიდან მუშაობს თბილისის სკოლა-ლიცეუმ "ცოდნა"-ს ისტორიის პედაგოგად და უსაფრთხო სკოლის მენეჯერად. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |