შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ შონია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1967 წელს. მუშაობდა თბილსრესში ელექტროსაამქროს ცვლის უფროსად; 1968-1995წწ. - "საქმთავარენერგოში" ენერგომოწყობილობების ექსპლუატაციის სამსახურის ინჟინერი, ტექნიკური განყოფილების უფროსი ინჟინერი, უსაფრთხოების ტექნიკისა და სამრეწველო სანიტარიის სამსახურის უფროსი, "საქმთავარენერგოს" უფროსის თანაშემწე, კადრების განყოფილების უფროსი, გურჯაანის ელექტროქსელის დირექტორი, "საქმთავარენერგოს" მთავარი ინჟინრის მოადგილე, ტექნიკურ ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი, "საქენერგოს" თავმჯდომარის მოადგილე; 1995-2000წწ. - "საქენერგოს" იმედიანობისა და უსაფრთხოების ტექნიკის სამმართველოს უფროსი; 2000-2002წწ. - შპს "ელექტროდისპეტჩერიზაცია 2000"-ის საინსპექციო სამმართველოს უფროსი; 2002-2008წწ. - შპს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" სამსახურის უფროსი, ექსპლუატაციის მენეჯერი, თბილისის სერვისცენტრის მენეჯერი; 2009 წლიდან - "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" გენერალური ინსპექციის და სამოქალაქო თავდაცვის მთავარი სპეციალისტი. 1992 წელს აირჩიეს "საქმთავარენერგოს" შრომითი კოლექტივის თავმჯდომარედ; 1988-1989წწ. სწავლობდა ხელმძღვანელი მუშაკების და სპეციალისტების დაუსწრებელ ფაკულტეტზე. აქვს გამოქვეყნებული საკურსო შრომები და წესები, დამუშავებული მრავალი ინსტრუქცია. ორგანიზებას უკეთებდა ენერგოსისტემაში ელექტრომონტიორების შეჯიბრ-დათვალიერების მოწყობას. დაჯილდოებულია ნიშნით მე-11 ხუთწლედის დამკვრელი. ენერგეტიკაში მოწინავე გამოცდილების გაზიარების მიზნით იყო საბერძნეთში, გერმანიაში, ირლანდიაში. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.373 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |