შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე შჩერბინა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გროზნო. დაამთავრა ქ. ლენინგრადის ელექტროტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1929 წელს. 1929-1931წწ. - ლენინგრადის ელექტროტექნიკური ინსტიტუტის ლაბორანტი, მეცნიერ-თანამშრომელი, ასპირანტი; 1931-1933წწ. - ჰიდროტექნიკის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1933-1936წწ. - სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გ. კრჟიჟანოვსკის სახელობის ენერგეტიკის ინსტიტუტის უფროსი სპეციალისტი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1936); 1936-1937წწ. - სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ინსტიტუტ "ჰიდროენერგოპროექტის" უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1941-1944წწ. იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში; 1944-1954წწ. - ინსტიტუტ "ჰიდროენერგოპროექტის" განყოფილების უფროსი, პროექტის მთავარი ინჟინერი; 1954-1971წწ. - ინსტიტუტ "ჰიდროპროექტის" სამეცნიერო-კვლევითი სექტორის განყოფილების უფროსის მოადგილე, განყოფილების გამგე; მონაწილეობდა ამიერკავკასიის ჰიდროენერგეტიკული ობიექტების გამოკვლევაში; 1933-1934წწ. იკვლევდა მდინარეების მტკვრის, რიონისა და ხრამის ენერგეტიკული გამოყენების პრობლემებს. მისი ხელმძღვანელობით გამოქვეყნდა კვლევის შედეგების ოთხტომეული. შეადგინა მდინარეების ენგურსა და ცხენისწყალზე პერსპექტიული ჰესების აგების სქემა. განიხილა მდინარე მტკვრის ნაწილი ჩამონადენის დასავლეთ საქართველოში იმ პერიოდში გავრცელებული გადაგდების პრობლემა, რომელიც ჩათვალა არაპერსპექტიულად. გამოაქვეყნა გეოლოგიური კვლევის დიდძალი მასალა. მონაწილეობდა კრივოიროგის, ვოლგოგრადის, ციმლიანსკის, ასუანის, კურეის, ჩარვაკის, სარატოვის, ქვედა კამის, კანევსკის ჰიდროობიექტების გამოკვლევებში. კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია მრავალრიცხოვან სტატიებსა და კონფერენციების შრომებში. ავტორია კაპიტალური ნაშრომისა "არაკლდოვან ქანებზე სამდინარო ჰიდროკვანძების დაგეგმარების პრობლემები" (მოსკოვი, ენერგია, 1967). დაჯილდოებულია მრავალი მედლითა და სიგელით. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.374-375 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |