შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბექსტონ ქალდანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ცხუმარი, მესტიის რაიონი. დაამთავრა მესტიის პედაგოგიური ტექნიკუმი 1944 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი; უმაღლესი პარტიული სკოლა. მუშაობა დაიწყო მასწავლებლად მესტიის პედაგოგიურ ტექნიკუმში, პარალელურად მუშაობდა მესტიის რაიონის განათლების გაყოფილებაში ინსტრუქტორად; 1951 წელს აირჩიეს მესტიის კომკავშირის რაიკომის პირველ მდივნად; 1959 წელს დანიშნეს გაზეთ "ახალი სვანეთის" რედაქტორად; 1962 წელს დანიშნეს პარტიის მესტიის რაიკომში პროპაგანდა-აგიტაციის განყოფილების გამგედ. სხვადასხვა დროს მუშაობდა სოხუმის გაერთიანებული საწარმოს პარტიული კომიტეტის მდივნად რაიკომის უფლებით; გულრიფშის რაიონის რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ; გულრიფშის რაიონის გამგებლად; 1991-1993წწ. მუშაობდა გულრიფშის რაიონში თავდაცვის შტაბის უფროსის მოადგილედ; 1994-2004წწ. იყო მესტიის რაიონის გამგებლის მოადგილე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.371 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |