შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თინათინ ნიბლოშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 2011 წელს იყო არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაცია" დამფუძნებელი, თანათავმჯდომარე; 2011 წელს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მოქმედი წევრი, სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით; 2012 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" დამფუძნებელი; 2013 წელს საინფორმაციო სააგენტო "სამოქალაქო პრესა" დამფუძნებელი, დირექტორი; 2013-2016წწ. არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის" დამფუძნებელი, გამგეობის წევრი; სტაჟიორ-იურისტთა ჯგუფის ხელმძღვანელი; 2015 წელს ტელეკომპანია "GDS"-ის საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემა "20/30"-ის ანალიტიკოსი სამართლის მიმართულებით; 2016-2017წწ. მპგ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ვაკის რაიონის აღმასრულებელი მდივანი; 2017-2021წწ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს წევრი; 2017-2020წწ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე; 2020–2021წწ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე; 2021 წლიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. აქტივობა: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, განათლებისა და კულტურის კომისიის წევრი, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრი; საარჩევნო ფორმა: პროპორციული წესით, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო". წყარო: ქ. თბილისის საკრებულო: tbsakrebulo.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |