The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან ჟორჟოლიანი

ლევან ჟორჟოლიანი
Date of birth:18 February, 1992  (33 years)
Category:Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხით 2014 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრი, (კერძო სამართლის სპეციალიზაცია) 2016 წელს;  
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი 2020 წელს.

2010-2012წწ. იყო კავშირი "ადამიანი კანონი თავისუფლება"-ს სტაჟიორი; 2011 წელს საქართველოს ბავშვთა ფედერაცია ლიდერ ინსტრუქტორი; 2013-2016წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლებრივი კონსულტანტი; 2014-2016წწ. არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ქსელის" პროექტის "ნაფიცი მსაჯულები სისხლის სამართლის პროცესში" დირექტორი; 2014-2015წწ. იურიდიული კომპანია "Professional Lawyer’s Company (PLC)"-ს იურისტი; 2014-2016წწ. საქართველოს მედიაციის ცენტრის მედიატორი; საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ერთ-ერთი წევრი და დამფუძნებელი; 2015-2016წწ. იურიდიული კომპანია "მდინარაძე და პარტნიორი ადვოკატები" უფროსი იურისტი; 2015-2016წწ. შპს "ენერგო ინვესტი"-ს იურიდიული სამსახურის უფროსი; 2016 წელს საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი კოლექტიურ შრომით დავებში; 2016 წლიდან სსიპ "საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი"-ს იურიდიული მიმართულების მოწვეული ტრენერი; 2016-2017წწ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი; 2017 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის  მოწვეული ლექტორი; 2017 წელს საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება"  აპარატის უფროსი; 2021 წლიდან კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორი; 2017-2021წწ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს წევრი; 2017-2021წწ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე; 2021 წლიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე; აქტივობა: იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, გარემოს დაცვის კომისიის წევრი; საარჩევნო ფორმა: პროპორციული წესით, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო".

წყარო: ქ. თბილისის მერია: tbsakrebulo.gov.ge


Share: