Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ფაინა ბააზოვი![]()
Biographyდავით ბააზოვის უფროსი ქალიშვილი, ფაინა ბააზოვი იურისტი იყო და ძმების მსგავსად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ლუარსაბ ანდრონიკაშვილის შესანიშნავი იურიდიული სკოლა ჰქონდა გავლილი. საქართველოში და მოსკოვში იგი იყო არაერთი გახმაურებული პოლიტიკური პროცესის ადვოკატი იმ პერიოდში, როდესაც საბჭოთა კავშირში ანტისემიტიზმი, როგორც რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილი მძვინვარებდა. იურისპრუდენციის სფეროში განსწავლულობის წყალობით მან არაერთი სიცოცხლე გადაარჩინა, მათ შორის ქართველ ებრაელთა წარმომადგენლებიც იყვნენ. საუბარია საბჭოთა ანტისემიტიზმისა და რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლის პერიოდზე, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, როდესაც "ბოროტების იმპერია" დაუღალავად იბრძოდა სულიერების ნებისმიერი გამოხატულების წინააღმდეგ. დავით ბააზოვი, რომელსაც სიონისტური მოძრაობის მხარდაჭერაში დასდეს ბრალი და სასიკვდილო განაჩენიც გამოუტანეს, სწორედ მისი ქალიშვილის წყალობით გადაურჩა სიკვდილს. ფაინა ბააზოვმა თავის წიგნებში მაღალმხატვრული ენით აღწერა ბააზოვების ცხოვრება და ხელისუფლების მხრიდან რეპრესიების წინააღმდეგ ბრძოლა. ისრაელში რეპატრიაციის შემდეგ, იგი განაგრძობდა ბრძოლას ქართველ ებრაელთა უფლებების დასაცავად - უკვე წმინდა მიწაზე. ფაინა ბააზოვას მიერ იერუსალიმში რუსულ ენაზე 1980 წელს გამოცემული მოგონებების წიგნი - "Прокаженные" ("კეთროვნები", Фаина Баазова, Прокаженные, изд.: "Библиотека – Алия", 1980), ასახავს არამარტო ფაინას და მისი ოჯახის ბრძოლას რეპრესირებული წევრების გამოსახსნელად და დასახმარებლად, არამედ წარმოგვიდგენს ეპოქის ზუსტ, დეტალურ ისტორიულ ანალიზს და 20-30-იანი წლების საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი შეუცვლელი მემუარული წყაროა. რაბინისა და საზოგადო მოღვაწის, დავით ბააზოვის შვილი, გერცელ ბააზოვის და. ქართველ ებრაელთა ისტორიკოსი, უფლებადამცველი. წყარო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი: jewishcollections.museum.ge; საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესი: georgianjews.org
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |