The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლული შათაშვილი

ლული შათაშვილი
დაბადების თარიღი:5 აგვისტო, 1928
გარდაცვ. თარიღი:2000  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. საჩხერე.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1952 წელს.
ლული შათაშვილი იყო  200-მდე სამეცნიერო შრომის, მათ შორის 3 მონოგრაფიის და 80-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. მისი ზოგიერთი სამეცნიერო გამოკვლევის შედეგი ამერიკულ სამაგიდო ენციკლოპედიაშია შესული. იგი ითვლება კოსმოსური სხივების კოსმოფიზიკური ასპექტის შესწავლის პიონერად საქართველოში და თბილისში კოსმოსური სხივების ინტენსივობის უწყვეტი დაკვირვების ორგანიზაციის ერთ-ერთ ფუძემდებელად. მისი სამეცნიერო შედეგები აპრობირებულია მრავალ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმზე (რუსეთი, აშშ, საფრანგეთი, იტალია). მის მიერ მიღებული შედეგები შეტანილია მრავალი გამოჩენილი მეცნიერის მონოგრაფიაში. ლული შათაშვილი არჩეული იყო მრავალი აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავჯდომარედ, წევრად. მისი ხელმძღვანელობით დაცულია არაერთი დისერტაცია. იგი განსწავლული მუსიკოსი და ძლიერი მოჭადრაკე იყო. ლული შათაშვილი იყო საქართველოში ებრაელთა დამკვიდრების 26 საუკუნესთან დაკავშირებული იუბილეს მომწყობი სახელმწიფო კომისიის წევრი, არჩეული იყო საჩხერის რაიონის საპატიო მოქალაქედ. 2001 წლის მარტში პროფესორ ლული შათაშვილის საცხოვრებელ სახლის კედელზე გაიხსნა მემორიალური დაფა.
წყარო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი: georgianjews.orggjencyclopedi.com; ეროვნული სასახლე: facebook.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: