The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოდარ ჩიხლაძე

ნოდარ ჩიხლაძე
Date of birth:1937
Date of death:2009  (at 72 years)
Category:Public official, Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-თბოენერგეტიკოსის კვალიფიკაციით 1960 წელს.

1960-1961წწ. მუშაობდა "სახპროექტში" სპეციალური სამუშაოების განყოფილების ინჟინრად; 1962-1965წწ. - ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" უფროსი ინჟინერი; 1965-1968წწ. - ასპირანტი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1969). 1968-1970წწ. - საქართველოს ენერგეტიკის ინსტიტუტის უფროსი ინჟინერი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1971-1981წწ. - ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1982 წლიდან - ამავე ინსტიტუტის სამრეწველო თბოენერგეტიკის სექტორის გამგე; 1996-2002წწ. - ინსტიტუტის სამეცნიერო-ტექნიკური განყოფილების გამგე; 1995-2003წწ. - "საქმთავარენერგოს" ტექნიკური სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2003-2006წწ. - საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი, ბუნებრივი გაზის დეპარტამენტის ტექნიკური სამმართველოს უფროსი. არის 60 სამეცნიერო სტატიისა და 50 სამეცნიერო-ტექნიკური ანგარიშის ავტორი, კაპიტალური ნაშრომის "საქართველოს ელექტროენერგეტიკის ისტორია" თანაავტორი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.386

Bibliography


Share: