შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ ჩხეიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსიტუტის სამთო ფაკულტეტი, სპეციალობით "სასარგებლო საბადოების დამუშავება" 1941 წელს და მიენიჭა სამთო ინჟინრის კვალიფიაკცია. 1941 წელს მუშაობა დაიწყო ტრესტ "საქნავთობის" წითელწყაროს ბურღვის კანტორაში ბურღვის ოსტატის თანაშმწედ; 1941-1945წწ. მუშაობდა დიმიტროვის სახელობის ქარხანაში მობილიზაციის განხრით; 1945-1946წწ. - ტრესტ "საქნავთობის" წითელწყაროს ბურღვის კანტორის უფროსი ინჟინერი, "ლენინნავთობის" რთულ სამუშაოთა ინჟინერი; 1946 წლიდან - ტრესტ "საქნავთობის" ნორიოს ბურღვის კანტორაში, მარტყოფის უბნის უფროსი; 1946-1948წწ. - კავთისხევის ნავთობდაზვერვის უფროსი ინჟინერი; 1948-1953წწ. - სუფსის ნავთობდაზვერვის უფროსი ინჟინერი და უფროსი; 1953-1955წწ. - პატარძეულის ნავთობდაზვერვის უფროსი; 1955-1964წწ. - წითელწყაროს ბურღვის კანტორის დირექტორი; 1964-1974წწ. - ტრესტ "საქნავთობის" მმართველის მოადგილე; 1974 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ტრესტ "საქნავთობ-გეოფიზიკაში". დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ჯილდოებით. პირველი რანგის სამთო ინჟინერი (1950). წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.394 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |