შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გაიოზ ჭანკვეტაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი შილდა, ყვარლის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1943 წელს; ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა 1947 წელს. 1943-1945წწ. მუშაობდა ა. ი. ვინტერის სახელობის ნაგებობათა და ჰიდროენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1948-1948წწ. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სამშენებლო ტექნიკუმში; 1945-1951წწ. მუშაობდა უფროს მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე; 1952 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის თეორიული მექანიკის კათედრის თანამშრომელია. გ. ჭანკვეტაძე არის 100-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აქტიურად მონაწილეობდა რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. იყო ინსტიტუტის სამეცნიერო და მეთოდური საბჭოს წევრი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (დაიცვა 1948 წელს). წყარო: ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.240
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |