The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იური ცაგარელი

იური ცაგარელი
დაბადების თარიღი:1936
გარდაცვ. თარიღი:2009  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბაქო.

დაამთავრა აზერბაიჯანის ინდუსტრიული ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი თბოელექტროსადგურების სპეციალობით 1958 წელს; ქ. მოსკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტის დახელოვნებული დიპლომირებული ინჟინრების დაუსწრებელი ფაკულტეტი 1964 წელს..

1959-1969წწ. მუშაობდა ტყვარჩელის სრესში ინჟინრად, სატურბინო საამქროს უფროსის მოადგილედ; 1960-1964წწ. - თბილისის თეცში საამქროს უფოსად. მონაწილეობდა თბილისის თეცის ძველი ტურბინების ახალი, უფრო მძლავრი და ეკონომიური ტურბინებით შეცვლის სარეკონსტრუქციო სამუშაოებში. 1964 წლიდან - თბილისის სრესის 150 მეტ სიმძლავრის ენერგობლოკებით ამუშავებასთან დაკავშირებით "საქენერგოში" ახლადშექმნილი თბომექანიკური აღჭურვილობის ექსპლუატაციის სამსახურის უფროსი; 1968 წლიდან - "საქმთავარენერგოს" მთავარი ინჟინრის მოადგილე და კოლეგიის წევრი; 1979-1988წწ. - "საქენერგოს", ხოლო 1989 წლიდან "საქმთავარენერგოს" მთავარი ინჟინერი, უფროსის პირველი მოადგილე. ხელმძღვანელობდა როგორც არსებული ენერგოობიექტების ექსპლუატაციას, ასევე ახალი ენერგოობიექტების მშენებლობას. ამ პერიოდში ექსპლუატაციაში შევიდა უნიკალური ენგური ჰესი, აშენდა ვარციხე ჰესი, ჟინვალი ჰესი, მოხდა ტყვარჩელი სრესის მთლიანი რეკონსტრუქცია. მისი ინიციატივით გადაწყვეტილ იქნა თბილისის სრესის 300მვტ ენერგობლოკებით გაფართოების საკითხი. იყო როგორც ელექტროსადგურების, ასევე ელექტროსაქსელო ობიექტების მიმღები კომისიის თავმჯდომარე. 1989-1991წწ. მუშაობდა კუბის რესპუბლიკაში საბაზო წარმოების მინისტრის მრჩევლად. 1992 წელს, კუბიდან დაბრუნების შემდეგ იყო საქართველოს ენერგეტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ამავდროულად რუსეთის სააქციო საზოგადოება "რუსეთის ერთიან ენერგოსისტემაში" საქართველოს წარმომადგენელი. დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.397-398

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, აკადემიკოსი

გააზიარე: