შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალიოზ ბათმანაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ახალციხე. ალიოზ (შიო) ბათმანაშვილი წარმოშობით მესხეთის ძირძველი სოფლიდან, არლიდან იყო. იგი ერთ–ერთი იმათგანია, რომელიც სრულიად პატარა ჩავიდა სტამბოლში და ქართულ სავანეში მიიღო შესაბამისი განათლება. 1911 წელს კი, სტამბოლის ქართულ სავანეში ქართველ რიგით მღვდლად ეკურთხა. 1922 წელს დაინიშნა კონსტანტინოპოლის კათოლიკური ქართული მონასტრის წინამძღოლად. 1925 წლის ნოემბერში ალიოზ (შიო) ბათმანაშვილი ვატიკანში რომის პაპმა პიუს XI მიიღო. ამის შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა და საქართველოს კათოლიკეების ადმინისტრატორი გახდა. იგი იყო ერთ–ერთი მათგანი, რომელიც მთელი თავისი სიცოცხლე იბრძოდა ქართული ტიპიკონის საკითხზე, ზრუნავდა არა მხოლოდ სტამბოლში მცხოვრები კათოლიკე ქართველების, არამედ მუსლიმი ქართველების განათლებაზე, ეროვნულობის შენარჩუნებასა და ერთობაზე. მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში იგი თავგანწირვით ემსახურებოდა სავანესაც და სამშობლოსაც. ქართული ეროვნულობის შენარჩუნებისა და ევროპისკენ გეზის გამო, მამა ალიოზს ბოლშევიკური მთავრობა სასტიკად გაუსწორდა, 1927 წლის 16 ოქტომბერს იგი დააპატიმრეს, შემდეგ კი რამდენჯერმე გადაასახლეს და 1937 წლის 1 ნოემბერს კი იგი დახვრიტეს. სტამბოლის ქართველ მამათა სავანის წინამძღვარი. წყარო: ალიოზ (შიო) ბათმანაშვილი : სტამბოლის ქართველ კათოლიკე მამათა სავანის წინამძღვარი / ნატო ყრუაშვილი.-ახალციხე, 2020.-184გვ; ქართული ამბები: gurcuhaber.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |