The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ცხვირაშვილი

დავით ცხვირაშვილი
დაბადების თარიღი:1927
გარდაცვ. თარიღი:1994  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი არაორგანულ ნივთიერებათა ტექნოლოგიის სპეციალობით.

1950 წელს ჩააბარა საქართველოს ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში, საიდანაც მიავლინეს მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკის ინსტიტუტში (მოსკოვი). 1953 წელს დაბრუნდა საქართველოში. 1959-1991წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თბოენერგეტიკის განყოფილებას. იყო ავტორი მნიშვნელოვანი გამოკვლევებისა, რაც საფუძვლად დაედო მძლავრი თბოენერგეტიკული დანადგარების საიმედო და ეკონომიური საექსპლუატაციო რეჟიმების დამუშავებას. მან საქართველოში პირველმა მოკიდა ხელი ატომურ რეაქტორებში თბოქიმიური პროცესების გამოკვლევას, რომელთა შედეგებმა საყოველთაო აღიარება და პრაქტიკული გამოყენება ჰპოვა. დიდია მისი ღვაწლი საქართველოს გეოთერმული წყლების მიწის წიაღისეული სითბოს გამოყენების საქმეში. მისი ხელმძღვანელობით ბევრ ჭაბურღილზე შესწავლილია ლითონის კოროზია და მარილების გამოლექვის საკითხები. იყო 32 გამოგონებისა და 100-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. წარმატებით უთავსებდა მეცნიერულ და პედაგოგიურ საქმიანობას. ათეული წლების მანძილზე კითხულობდა ლექციებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. 1991 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა თეორიული და ზოგადი თბოტექნიკის და თბოენერგეტიკული დანადგარების კათედრის პროფესორის თანამდებობაზე. მისი ხელმძღვანელობით დაცული იქნა 5 საკანდიდატო და ერთი სადოქტორო დისერტაცია. შექმნა და გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა თბოელექტროსადგურების წყალ-ქიმიური რეჟიმების შემსწავლელ მეცნიერთა ჯგუფს. მან პირველმა გამოიკვლია ნეიტრონების ნაკადში კონსტრუქციული მასალების, ჟანგეულების წყალში და ორთქლში გადასვლის კანონზომიერებები. სამუშაოთა ამ ციკლმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა. მათი შედეგები შევიდა თბოენერგეტიკის წამყვან სახელმძღვანელოებში და ფუნდამენტალურ მონოგრაფიებში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1953), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1971), პროფესორი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.405


გააზიარე: