The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ჭანიშვილი

დაბადების თარიღი:1915
გარდაცვ. თარიღი:1981  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1939 წელს.

მუშაობა დაიწყო საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ჰიდრავლიკური კვლევების ლაბორატორიაში უმცროს, უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, ლაბორატორიის გამგედ. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. გამოიკვლია წყლის ტალღური მოძრაობა სწრაფდენებში ნაკადის აერირების მხედველობაში მიღებით; შეიმუშავა ორიგინალური კონსტრუქცია ხრამჰეს 1-ის გამთანაბრებელ რეზერვუარში მდ. ყარაბულახიდან წყლის მისაღებად; რთული ლაბორატორიული ექსპერიმენტის საფუძველზე დაამუშავა ლაჯანურჰესის თაღოვანი კაშხლის ზედაპირული წყალსაგდების კონსტრუქცია; ენგურჰესის თაღოვანი კაშხლისათვის შექმნა უნიკალური მსხვილმასშტაბიანი მოდელი; შეიმუშავა და ექსპერიმენტულად გამოიკვლია რიგი ჰიდროტექნიკური ნაგებობები სომხეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე; კითხულობდა ლექციებს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.411

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: