შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლია ჭანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1955 წელს. 1955-1966წწ. მუშაობდა "თბილჰიდროპროექტში" სხვადასხვა თანამდებობებზე; 1967-1970წწ. საქართველოს წყალთა მეურნეობისა და მელიორაციის სამინისტროს ინსტიტუტ "ორგწყალმშენის" მთავარი სპეციალისტი; 1971 წლიდან - "თბილჰიდროპროექტი". მონაწილეობდა ლაჯანურის, ენგურის ტობარისა და ხუდონის ჰიდროელექტროსადგურების დაგეგმარებაში. 1975 წლიდან მონაწილეობდა ჟინვალის კომპლექსური ჰიდროკვანძის დაგეგმარებაში; 1981 წლიდან - ჰიდროკვანძის პროექტის მთავარი ინჟინერი. დაჯილდოებულია საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.412 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |