Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე ორბელიანი![]()
Biographyივანე ორბელიანის ბავშვობის შესახებ ძუნწი ცნობებია მანანა ორბელიანის ერთ ბარათში გრიგოლ ორბელიანისადმი: "ივანე პანსიონში მყავს და სწავლობს, რაც შეეფერება. გიორგი ავალოვსა ვსთხოვე მოსკოვში თავის თვალყურის გდება და მინდა იქ გავგზავნო და ჯერ პასუხი არ მომსვლია. ფრანციცულს კი ლაპარაკობს ცოტად და სწერს, კითხვითაც კითხულობს". რაიმე სხვა ცნობა ივანე ორბელიანის სწავლა-განათლების შესახებ ჩვენთვის ცნობილი არ არის. მოგვიანებით მას კავკასიის ომში ვხედავთ. 1858 წლიდან ივანე ორბელიანი მეფისნაცვალ ალექსანდრე ბარიატინსკის (1856-1862) ადიუტანტი იყო, "ივანე ორბელიანი ადუტანტი მიდის ამ დღეებში ჩაჩანში საომრად", – წერდა 1859 წლის 6 იანვარს გრიგოლ ორბელიანი დიმიტრი ჯორჯაძეს. ივანე ორბელიანს არ აკლდა საერთოდ მისი წრისთვის დამახასიათებელი კოლორიტულობა. კ. ბოროზდინი თავის მემუარებში ივანეს ახასიათებს, როგორც "ქეიფის მოყვარე კაცს", რომელიც 1858 წელს ფოთის სანავსადგურო ქალაქად კურთხევის ცერემონიალზე ოფიციალურ პირად იყო მიწვეული და იქ მეზურნეების დასტით გამოცხადდა. "ზურნის ხმა პირველად მოეფინა ფოთს", – აღნიშნავდა კ. ბოროზდინი, – "და ჩვენც, საკმაო შეღვინიანების შემდეგ, საამოდ გვეწვეთებო და ყურში ეს ხმა". ივანე ორბელიანს ხელი აქვს მოწერილი "ტფილისის კერძო ბიბლიოთეკის" დამფუძნებელ წევრობაზე, შეტანილი აქვს 1843 წლის საწევრო თანხა, 1844 წლის სიაში კი მისი სახელი არ ჩანს. "პირველი საბიბლიოთეკო ამხანაგობა ტფილისში" 1840 წელს თბილისში დიმიტრი ყიფიანის უშუალო ხელმძღვანელობით დაფუძნდა. ეს იყო პირველი საბიბლიოთეკო ამხანაგობა, რომელიც ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ინიციატივით დაარსდა. დამფუძნებელთა შორის იყვნენ: დიმიტრი ყიფიანი, ზაქარია ერისთავი, ზაქარია ფალავანდიშვილი, ვახტანგ ორბელიანი, ელიზბარ ერისთავი, ზაქარია ორბელიანი, კონსტანტინე დადიანი, ალექსანდრე ონიკაშვილი, ლევან მელიქიშვილი, ნიკოლოზ (ტატო) ბარათაშვილი, თევდორე კოცებუ, ზნაჩკო იავორსკი, ნიკოლოზ ბეზაკი, კონსტანტინე ორლოვსკი, მიხეილ თუმანიშვილი, დიმიტრი ჯორჯაძე, დავით არზანოვი, სერგეი ვასილკოვსკი, დავით ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი და ივანე ორბელიანი. საბიბლიოთეკო ამხანაგობის საინიციატივო ჯგუფმა დაიწყო თანხის და წიგნების შეგროვება, მათ ინიციატივას შეუერთდნენ კერძო შემომწირველებიც, "საბიბლიოთეკო ამხანაგობამ" დიმიტრი ყიფიანის ბინაზე 1848 წლამდე იარსება, იგი თბილისის მნიშვნელოვან კულტურულ და საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა. მანანა ორბელიანის შვილი (ივანე კერძო მიმოწერაში ხშირად "მანანიჩად" მოიხსენიება), გენერალ-მაიორი. წყარო: ნარკვევები, ლიტერატურული პორტრეტები, პუბლიკაციები / თამაზ ჯოლოგუა.-თბ.,2022.-გვ.47-48
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |