The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ომარ ჩიტაია

ომარ ჩიტაია
დაბადების თარიღი:1939
გარდაცვ. თარიღი:18 აპრილი, 2020  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი, მსახიობი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1962 წელს; თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 

ორმოცი წელი საქართველოს ტელევიზიაში საინფორმაციო პროგრამა "მოამბის" ჟურნალისტად მუშაობდა; მღეროდა ანსამლ "ფიროსმანში", პარალელურად - ანსამბლ "გორდელაშიც"; ორი წლის განმავლობაში, ჯანსუღ კახიძის მიწვევით იყო ოპერის დასის ხელმძღვანელი; წლების განმავლობაში, რადიო-ტელევიზიის ვოკალურ კვარტეტში მღეროდა; 2007 წლიდან  ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ჩოხოსან რაინდთა დასის ფოლკლორულ ანსამბლ "შავლეგოს" წევრი გახდა; მას ეკუთვნის სახუმარო ექსპრომტი "შენ სოფელი აღარა ხარ, არა არა ნწუ, შენ პატარა პარიზი ხარ ჩემო ჩხოროწყუ", რომელიც 1956 წელს დაბა ჩხოროწყუში პირველი ჰესის მშენებლობას უკავშირდება; საზოგადოებამ ო. ჩიტაია 1947 წელს, კონსტანტინე პიპინაშვილის ფილმში - "აკაკის აკვანი", პატარა აკაკის როლით გაიცნო.

წყარო: საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ თაიმი": primetime.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საჩხერის საპატიო მოქალაქე
  • საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: