The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილო პატაშური

ილო პატაშური
ოფიციალური სახელი:ილია პატაშური
დაბადების თარიღი:9 მაისი, 1939
გარდაცვ. თარიღი:5 ივნისი, 2024  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხევშა, დუშეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი 1960 წელს; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ფერწერის სპეციალობით 1965 წელს.
1967 წელს დატოვეს სამხატვრო აკადემიაში ფერწერის კათედრაზე ლაბორანტად, ხოლო 1968 წელს მიიწვიეს ფერწერის კათედრაზე ფერწერის პედაგოგად. 1970 წლიდან სწავლობდა სსრკ სამხატვრო აკადემიის ფერწერის შემოქმედებით სახელოსნოში. ხელმძღვანელი საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი უ. ჯაფარიძე. 1990 წელს მოსკოვში მიენიჭა დოცენტის წოდება. 1995 წელს აირჩიეს თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორად და დანიშნეს ფერწერის კათედრაზე პეიზაჟის სახელოსნოს ხელმძღვანელად. 1966 წლიდან მონაწილეობს საქართველოსა და უცხოეთის სამხატვრო გამოფენებზე: საბერძნეთი, ბელგია, იუგოსლავია, პოლონეთი, აშშ, ინგლისი, იაპონია, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები. ი. პატაშურს არაერთი პერსონალური გამოფენა აქვს მოწყობილი საქართველოში. წლის საუკეთესო ნამუშევრისთვის – "მწყემსის ოჯახი" მიღებული აქვს საქართველოს კულტურის სამინისტროს პრიზი (1975), ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ღვაწლისთვის კი, თბილისის მერიის საპატიო სიგელი (2012). ფერმწერი, პროფესორი.

წყარო: ახალი ამბების სააგენტო Sputnik-ი: sputnik-georgia.comახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge; ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ.130-131

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის მხატვართა კავშირი, წევრი (1968-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2018 - ღირსების ორდენი
  • 2001 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1982 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

გააზიარე: