Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ორბელიანი![]()
Biographyალექსანდრე ორბელიანი 1858-1864 წლებში იყო თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი - მარშალი. ანასტასია ამილახვრის მოგონების მიხედვით, "ალექსანდრემ შეირთო მდიდარი რუსის ქალი – სომოვისა, ალექსანდრეს ყავდა ერთი ქალი მარიამ, რომელიც სილამაზით მოგაგონებდათ თავის ბებიას მანანას". ცხოვრების უკანასკნელი წლები ალექსანდრე დავითის ძე ორბელიანმა პეტერბურგში გაატარა, სადაც იმპერატორ ალექსანდრე II-ის ამალაში ირიცხებოდა ფლიგელ-ადიუტანტის ჩინით. გარდაიცვალაი იალტაში. მანანა, მისი მეუღლე დავით ორბელიანი და შვილი ალექსანდრე დაკრძალულნი არიან კუმისის წმინდა სამების ეკლესიაში, კუმისის ეკლესია ორბელიანთა საგვარეულო სამარხი იყო. 1847 წლის დეკემბერში გრიგოლ ორბელიანი თავისი ძმის, ყაჩაღების მიერ მოკლული ზაქარიას, დაკრძალვასთან დაკავშირებით თემირხანშურადან ქეთევან ორბელიანს წერდა: "ჯობს, ზაქარია კუმისის სამებაში დამარხოთ, იქ უნდა იყოს უკანასკნელი ჩვენი სადგური. დამიჯერეთ, კუმისის სამებაში დაასვენეთ და მეც იქ დამმარხეთ"; რამდენიმე დღის შემდეგ კი გრიგოლი უკვე ილია ორბელიანს წერდა: "ჩვენი კუმისის სამება ჰსჯობს ჩვენთვის, ამიტომ რომ ეს არის საკუთარი ჩვენი სასაფლაო". ახლობლებმა გრიგოლის რჩევა არ გაითვალიწინეს და ზაქარია ორბელიანი ქაშვეთის ტაძარში დაკრძალეს. კავკასიის ომის მონაწილე, გენერალ-მაიორი. მანანა ორბელიანის შვილი. წყარო: ნარკვევები, ლიტერატურული პორტრეტები, პუბლიკაციები / თამაზ ჯოლოგუა.-თბ.,2022.-გვ.142
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |