შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მედეა ჯაბუა![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი 1968 წელს. მისი პედაგოგები იყვნენ ვლადიმერ (ლადო) გრიგოლია და თეიმუაზ ყუბანეიშვილი. ასპირანტურა გაიარა ანდრეი გონჩაროვის ხელმძღვანელობით მოსკოვის პოლიგრაფიულ ინსტიტუტში, სადაც ბეჭდვით პროდუქციას მხატვრულად აფორმებდა. დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართული ბეჭდური გრაფიკის განვითარებაში. დაასურათა და გააფორმა ორასამდე წიგნი. მათ შორის "1001 ღამე", "რობინ ჰუდი", "მერი პოპინსი", აკაკი წერეთლის საბავშვო ლექსები, გრიგოლ აბაშიძის ლექსების კრებული და პარმენ მარგველაშვილის რედაქტორობით გამოცემული დავით კაკაბაძის შემოქმედების ამსახველი სამი ტომი. მედეა ჯაბუას რედაქტირებით გამოიცა ლადო გრიგოლიას შრიფტის სახელმძღვანელო; შექმნილი აქვს შრიფტის გარნიტურები ორენოვანი საგზაო ნიშნებისთვის. მისი ნამუშევრები ინახება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში. მხატვარი-გრაფიკოსი, წიგნის დიზაინერი, დოცენტი. წყარო: ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.-გვ. 238-239
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |