The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუგზარ მეძმარიაშვილი

ნუგზარ მეძმარიაშვილი
დაბადების თარიღი:1945  (80 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

მუშაობს დაზგურ ფერწერასა დაგრაფიკაში, შექმნილი აქვს მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნებისა და მინანქრის ნიმუშები. იყენებს ოფორტისა და ლითოგრაფიის ტექნიკას, გატაცებულია კომპიუტერული გრაფიკით. მონაწილეობს საქართველოსა და საზღვარგარეთ მოწყობილ გამოფენებსა (1976, 1981) და სიმპოზიუმებში (1961, 1963), ჰქონდა პერსონალური გამოფენა (2016). 2000-იანი წლებიდან მხატვარი აქტიურად იწყებს გრაფიკულ ხელოვნებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას. დამოუკიდებლად სწავლობს და იყენებს კომპიუტერული გრაფიკის შესაძლებლობებს და საოცარ შედეგებს აღწევს. მისი გრაფიკული "ტილოები" ხშირად ირეალურ სამყაროს წარმოგვიდგენს: ისტორიული წარსულიდან "ამოიზიდება" სიუჟეტები, ფიგურები, ცოცხლდება ძველი თბილისის კადრები, ასომთავრული და ნუსხა-ხუცური შრიფტი, იდუმალებითაა სავსე ჩვენ წინ გადაშლილი სამყარო; ღრმა შინაარსის ბიბლიური სიუჟეტები და ფიქრისთვის გამიზნული, სიმბოლოებით დატვირთული ნამუშევრები; ნიუ და პორტრეტი, ცხოველთა ფიგურები, აბსტრაქტულ-კუბისტური გრაფიკები, კოლაჟები, ფიგურები ეროვნული სამოსის ნიუანსებით, ანტიკური ხელოვნების ნიმუშთა ანარეკლები, ქრისტიანულ თემატიკასთან დაკავშირებული მოტივები. კოლორიტი თავშეკავებულია, მქრალი ტონალური შეხამებით გამოსახულებები ხშირად სიბრტყობრივ-დეკორატიულია, ზოგჯერ კი - მოცულობითი, მსუყე ფორმებით გამორჩეული. ყოველივე ამას კი მხატვარი ღრმა პროფესიული ოსტატობით აღწევს. უმნიშვნელოვანესია ნუგზარ მეძმარიაშვილის მიერ შექმნილი ვიდეორგოლებიც - ვირტუალური კატალოგები.

წყარო: ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.-გვ. 234-235; ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.geახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი": ghn.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მხატვართაკავშირის წევრი (1971-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1982 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

გააზიარე: