The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანა წერეთელი

ანა წერეთელი
დაბადების თარიღი:1830
გარდაცვ. თარიღი:1920  (90 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ კვერეთის წერეთელთა საგვარეულო სასაფლაო, საჩხერის მუნიციპალიტეტი.
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

პოეტ აკაკი წერეთლის უფროსი და. არ გათხოვილა, ცხოვრობდა სხვიტორში, მამისეულ სახლში და აკაკის და-ძმებიდან სხვიტორის მამულს საბოლოოდ ის შემორჩა. 1904 წელს სოსიკო მერკვილაძემ "ივერიაში" გამოაქვეყნა ანას მოგონება აკაკის ბავშვობაზე და მისგანვე ჩაწერილი აკაკის ყრმობის დროინდელი ლექსები. ანა ახლომახლო სოფლებში განთქმული მკურნალი იყო. ივანე ელიაშვილი მას უწოდებდა "ახირებულ ადამიანს, სრულიად გახალხოსნებულს და ექიმბაშს" და დამსუბუქი ირონიით იხსენებდა მის სამკურნალო საქმეებს. ანა წერეთელი გარდაიცვალა სხვიტორში.

წყარო: ნარკვევები, ლიტერატურული პორტრეტები, პუბლიკაციები / თამაზ ჯოლოგუა.-თბ.,2022.-გვ.368


გააზიარე: