შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბეჟან წერეთელი![]()
ბიოგრაფიაბეჟან წერეთლის ადამიანური სისუსტეები არაერთხელ გამხდარა აკაკის სახუმარო ლექსების საგანი, რომელთაგან ზოგიერთი არ არის მოკლებული მსუბუქ სკაბრეზს. ლექსში "პასუხად ბეჟანს" აკაკი ბეჟან წერეთელს უწოდებს "ბერ-კვიც ულაყს"და ამხელს მის გადამეტებულ გატაცებას ქალებით: "ჰაი! ჰაი! გიცნობ, პლუტო, / ქვეშ-ქვეშავდა მუზმუზელა! / დღესაც კიდევ კეკლუც ქალებს / არ აკლიათ შენგან ზელა". ბეჟან წერეთელს ცოლად ჰყავდა ნინო (ნიცა) ბაგრატიონ-დავითაშვილი (1858-1937) – ივანე მაჩაბლის ცოლის და. ბეჟანსა და ნიცას ეყოლათ ხუთი შვილი. ამათგან უმცროსი იყო აკაკის ლექსის ("ღამის თევა") ადრესატი, ტრაგიკული ბედის თამარ (თამუნია) წერეთელი (1903-1968), რომელსაც რამდენიმე ლექსი (მათ შორის, "ანანურთან") უძღვნა ტიციან ტაბიძემ. საჩხერელი თავადი, აკაკის ნათესავი, ქველმოქმედი და კულტურტრეგერი. წყარო: ნარკვევები, ლიტერატურული პორტრეტები, პუბლიკაციები / თამაზ ჯოლოგუა.-თბ.,2022.-გვ.369 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |