The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა ნიკოლაძე

შოთა ნიკოლაძე
დაბადების თარიღი:1899
გარდაცვ. თარიღი:1963  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

შოთა ნიკოლაძე მე­სა­მე კურ­სზე იყო იუნ­კერ­თა სკო­ლა­ში, რო­დე­საც ომი და­ი­წყო. ტა­ბახ­მე­ლა­სა და კო­ჯორ­თან ხიშ­ტით იბ­რძო­და, გა­დარ­ჩა და თა­ვის ხუთ მე­გო­ბარ­თან ერ­თად გე­ნე­რალ გიორგი კვი­ნი­ტა­ძეს გაჰ­ყვა. 1921 წლის მარ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ერთი გე­მით წა­ვი­და ბა­თუ­მი­დან სტამ­ბო­ლის­კენ, მე­ო­რე გე­მით კი - იუნკრე­ბი და გე­ნე­რა­ლი კვი­ნი­ტა­ძე. სტამ­ბო­ლი­დან სა­ბერ­ძნეთ­ში გა­და­ვიდ­ნენ. იქ ორ წე­ლი­წადს დარ­ჩნენ. ამა­სო­ბა­ში სა­ბერ­ძნეთ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა შე­იც­ვა­ლა, ძა­ლა­უფ­ლე­ბა ხელ­ში სამ­ხედ­რო­ებ­მა აი­ღეს და იუნკრე­ბი პო­ლო­ნეთ­ში გა­და­ვიდ­ნენ. შოთა ნიკოლაძე ამ დროს 21 წლის იყო. პო­ლო­ნეთ­ში ბევ­რი იუნ­კე­რი დარ­ჩა, რომ­ლე­ბიც პო­ლო­ნე­თის არ­მი­ა­ში შე­ვიდ­ნენ. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს ბევ­რი მათ­გა­ნი კა­ტინ­ში წი­თელ არ­მი­ას­თან ბრძო­ლის დროს და­ი­ღუ­პა. იგი ვარ­შა­ვი­დან პა­რიზ­ში გადავიდა, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­სუ­ლი 20-25 წლის ახალ­გაზ­რდე­ბი მრავ­ლად იყ­ვნენ. 1928-1932 წლებში შოთა ნიკოლაძე პარიზში იუნკერთა კავშირის წევრი იყო. მან 1928 წელს პარიზში არჩილ ზურაბიშვილთან ერთად აღადგინა სპორტული საზოგადოება "შევარდენი". შოთა ნიკოლაძემ იქ მყო­ფი ქარ­თვე­ლე­ბი გა­იც­ნო და და­უ­ახ­ლოვ­და მო­მა­ვალ სი­მამრს ვახ­ტანგ ღამ­ბა­ში­ძეს (ქართველი ექიმი და საზოგადო მოღვაწე, პარიზის ქართული სათვისტომოს მეორე თავმჯდომარე). შოთა ნიკოლაძის იუნ­კე­რი მე­გობ­რე­ბი დი­მიტ­რი ამი­ლახ­ვარ­თან მი­ვიდ­ნენ და უცხო­ელ­თა ლე­გი­ონ­ში გა­აგ­რძე­ლეს სამ­სა­ხუ­რი, მან კი სა­მო­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რი და­ი­წყო და ცო­ლად შე­ირ­თო ვახ­ტანგ ღამ­ბა­ში­ძის უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი - მე­დეა ღამ­ბა­ში­ძე.

წყარო: ამბები. ge - საინფორმაციო პორტალი: ambebi.ge


გააზიარე: