შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიშელ ჭილაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი. პეტერბურგში დაამთავრა სამართლისმცოდნეობის სასწავლებელი. 1840-იან წლებში ჩამოვიდა საქართველოში და მეფისნაცვლის განსაკუთრებულ დავალებათა აღმასრულებლის თანამდებობაზე დაინიშნა. 1850-იან წლებში მონაწილეობდა კულტურულ ღონისძიებებში, ითამაშა გაბრიელის როლი გიორგი ერისთავის "გაყრის" 1850 წლის 2 (14) იანვრის ისტორიულ დადგმაში, იმავე წლის 15 მაისს კი მონაწილეობდა ( შეასრულა მიხეილის როლი) გიორგი ერისთავის "დავაში". ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, დიმიტრი ყიფიანის არქივში დაცულია მისი წერილები დიმიტრი ყიფიანისადმი. საიდუმლო მრჩეველი (Тайный советник). დიმიტრი ყიფიანის მეუღლის, ნინო ჭილაშვილ-ყიფიანის ძმა (1827-1902). წყარო: ნარკვევები, ლიტერატურული პორტრეტები, პუბლიკაციები / თამაზ ჯოლოგუა.-თბ.,2022.-გვ.463 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |