The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნატალია ბაზილევსკაია

ნატალია ბაზილევსკაია
დაბადების თარიღი:1848
გარდაცვ. თარიღი:1933  (85 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი: სენტ-უანის სასაფლაო, პარიზი
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

რუსი არისტოკრატი, რომელიც აკაკიმ მოსკოვში გაიცნო, იქვე დაიწერა ჯვარი 1864 წელს, ხოლო 1867 წელს მათ შეეძინათ პირველი შვილი ეკატერინე (კატიუშა, გარდაიცვალა 1870 წელს. დაკრძალულია წერეთელთა კვერეთის საგვარეულო სასაფლაოზე). ნატალია ბაზილევსკაია ვაჟიშვილთან, ალექსი წერეთელთან ერთად ძირითადად რუსეთსა და საზღვარგარეთ ცხოვრობდა, გარდაიცვალა პარიზში. 1900 წლის 26 მარტს აკაკი მეუღლეს წერდა: "რისთვის მიყვარს არსება, რომელსაც ჩემთვის უბედურების მეტი არაფერი მოუტანია? – ალბათ სწორედ იმისთვის, რისთვისაც პირადად მე ჩემი თავი მძულს, ე. ი. ჩემი ჭაბუკური შეცდომისა და შეცოდებისათვის... შენ გამოდექი უძლური შენივე აულაგმავი ნერვების წინააღმდეგ და ახლა მე შენ გიყურებ, როგორც ავადმყოფს. მაინც მიყვარხარ..." ("უცნობი აკაკი", 2001 წელი, გვ.58-59). მიუხედავად მეუღლის მძიმე ხასიათისა და ცოლ-ქმრის რთული და იშვიათი ურთიერთობისა, აკაკიმ სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა პატივისცემა მეუღლისადმი, ხოლო სიკვდილის წინ შვილისათვის ნათქვამი მისი უკანასკნელი სიტყვები იყო – "დედას ნუგეში ეციო". პოეტ აკაკი წერეთლის მეუღლე და ალექსი წერეთლის დედა.

წყარო: ნარკვევები, ლიტერატურული პორტრეტები, პუბლიკაციები / თამაზ ჯოლოგუა.-თბ.,2022.-გვ.372


გააზიარე: