The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მურად ჭურაძე

მურად ჭურაძე
დაბადების თარიღი:1945
გარდაცვ. თარიღი:2019  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი სპეციალობით ელექტრული ქსელები და სისტემები 1968 წელს.

1962-1963წწ. - ელმავალმშენებელ ქარხანაში მტვიფრავი; 1968-1969წწ. - ხრამჰესის კასკადის ელექტროტექნიკური ლაბორატორიის უფროსი; 1969-1971წწ. - საბჭოთა არმიის რიგებში სამსახური; 1971-1977წწ. - ენგურჰესის მშენებარე კასკადის დირექციაში ვარდნილჰესი-1-ის უფროსი, მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1977-1979წწ. - ქ. ლენინგრადის ტრესტ "სპეცჰიდროენერგომონტაჟის" ენგურჰესის მშენებარე კასკადის სამონტაჟო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1979-1981წწ. - ვარდნილჰესების კასკადის დირექტორი; 1981-1983წწ. - ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" ამიერკავკასიის ფილიალის, გარდაბანი-თბილსრესის მთავარი ინჟინერი; 1995 წელს - საწარმოო გაერთიანება "საქენერგორემონტის" მთავარი ინჟინერი; 1995-2000წწ. - სს "საქენერგორემონტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2002 წლიდან შპს "სპეცენრგორემონტის" საზოგადოების თავმჯდომარე. განსაკუთრებული წვილი მიუძღვის ენგურის ჰიდროკომპლექსის მშენებლობისა და ექსპლუატაციის 40-წლიანი პერიოდის დროს მოწყობილობა-დანადგარების სამონტაჟო და სარემონტო სამუშაოების განხორციელებაში. იგი იყო პირველი ქართველი ინჟინერი, რომელიც დაინიშნა სპეციალიზირებული საკავშირო ორგანიზაციის "სპეცჰიდროენერგომონტაჟის" ამიერკავკასიის ფილიალის მთავარ ინჟინრად. წლების განმავლობაში დიდია მისი პირადი წვლილი ენგურჰესის ობიექტებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შეფასებასა და განსაზღვრაში.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.424-425


გააზიარე: