The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კლარა ბარათაშვილი

კლარა ბარათაშვილი
Date of birth:27 May, 1950
Date of death:7 November, 2012  (at 62 years)
Burial location:თბილისი
Category:Journalist

Biography

დაბადების ადგილი: უზბეკეთი.

დაამთავრა ლენინგრადის საინჟინრო სამშენებლო ინსტიტუტი 1974 წელს.

დაიბადა დეპორტაციაში, სკოლა აზერბაიჯანში დაამთავრა. 1989 წელს დაბრუნდა საქართველოში. დაკავებული იყო დეპორტირებული მესხების, ეროვნული უმცირესობებისა და იძულებითი მიგრაციის საკითხებით. ხელმძღვანელობდა არასამთავრობო ორგანიზაციას "ლატიფშას ბარათაშვილის ფონდს", შემდეგ კი კავშირს "პატრია". გამოდიოდა ბეჭდვით ორგანოებში, საერთაშორისო და სამეცნიერო კონფერენციებზე, იყო ჟურნალ "კავკაზსკი აქცენტი"-სა და ინტერნეტ-გამოცემა "კავკასსკი უზელ"-ის კორესპონდენტი. აი, რას წერდა ის საკუთარ თავზე: "ჩემი ძირითადი შემოქმედება ჩემი ცხოვრებაა განვიცადე დევნა, ვშიმშილობდი, მციოდა. ავადმყოფობდი და მიჭირდა. კარგად ვიცი პროგრესის ფასი, დიდია განსხვავება სამშობლოდან შორს და მშობლიურ მიწაზე ყოფნას შორის. უცხო მხარეში შენთვის მხოლოდ აწმყო არსებობს, შინ კი წარსულიც გაქვს და მომავალიც გრძნობ კავშირს მშობლიურ მიწასთან. პოულობ შენს ფესვებს და ამაოდ არ ირჯები სხვა სამყაროების ძებნაში, შეიცნობ საკუთარ თავს და იმკვიდრებ შენს ადგილს სამყაროში". ლატიფშაჰ ბარათაშვილის ქალიშვილი. 

წყარო: მესხები | МЕСХИ: meskhi.gemeskhi.ge

Member of Organizations

  • საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი, წევრი

Bibliography


Share: