შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოვანეს ხალატიანი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ქ. პეტერბურგის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. ინსტიტუტში სწავლის პერიოდში მუშაობდა ჯერ ჰესების დაგეგმარების ბიუროში პროფესორ ბ. ბახმეტევის ხელმძღვანელობით, შემდეგ, მდ. სირდარიის წყალსაცავის საძიებო სამუშაოების სამმართველოში; 1917-1918წწ. მუშაობდა აზერბაიჯანში კავკასიის სამმართველოში მყარი საწვავის საბადოების კვლევისა და ძიების განყოფილებაში; 1919-1921წწ. იყო საქართველოს და სომხეთის წყლის რესურსების გამოკვლევის კონცესიების წევრი; 1922-1929წწ. ზაჰესისა და რიონჰესის ჰიდროლოგიური სამსახურების ხელმძღვანელი; 1930-1982წწ. თბილჰიდროპროექტის მთავარი ჰიდროლოგი. შრომითი საქმიანობის განმავლობაში ხელმღვანელობდა საქართველოს ყველა ჰიდროენერგეტიკული ობიექტის ჰიდროლოგიურ გამოკვლევას. მისი არაერთი რაციონალიზატორული წინადადება იქნა დანერგილი ჰესების პროექტებში. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია შავი ზღვის სანაპირო ზოლის დეფორმაციების შესწავლის საველე-ექსპერიმენტული სამუშაოები. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.428 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |