Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი გუგუშვილი![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი 1986 წელს. 1985-1986წწ. იყო ფოთის სახელმწიფო თეატრის მთავარი მხატვარი; გაფორმებული აქვს სპექტაკლები: "კოლხეთის დაბლობი", "სამანიშვილის დედინაცვალი", "თეთრი ბაირაღები"; 1991-1993წწ. სატელევიზიო გადაცემების დამდგმელი მხატვარი იყო; 2007–2012წწ. კი თბილისის სამხატვრო აკადემიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის, პროექტებისა და საგამოფენო დარბაზ "აკადემია HALL"-ის კურატორი; მიწვეული იყო ფესტივალებისა და დიზაინერული შოუების გასაფორმებლად (დამდგმელ მხატვრად), რომელთა შორისაა: "Kent Fashion Show" (1995 ), "Sisley - Benetton – Polo" (1995 ), "ART UNDERGROUND - ტერორიზმის წინააღმდეგ" (2005). მხატვრის ნამუშევრები გამოირჩევა ლაკონურობით, ექსპრესიულობითა და მონუმენტურობით. წყარო: ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 114-115
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |